Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გივი გეგეჭკორი
პოეტი
date of birth 1933

ცნობილი ქართველი პოეტი გივი გეგეჭკორი დაიბადა 1933 წლის 24 იანვარს ქალაქ თბილისში. 1951 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა მეორე საშუალო სკოლა, 1956 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის განყოფილების მიმართულებით. 1958 წლიდან 1977 წლამდე მუშაობდა ჟურნალ ,,ცისკრის’’ რედაქციაში პოეზიის განყოფილების გამგედ, 1977 წლიდან 2000 წლამდე მწერალთა კავშირში ლიტერატურულ კონსულტანტად. პირველი ლექსი გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ჟურნალ ,,პირველ სხივში 1952 წელს. ლექსების პირველი კრებული ,,მზიანი დღე’’ – 1963 წელს. არის ავტორი ლექსების წიგნებისა - ,,მზიანი დღე’’, ,,ახალი აბზაცი’’, ,,ჩემი დღესასწაულები’’, ,,ჩიტების გამოღვიძება’’, ,,მეორე მდინარე’’, ,,მსახური’’, ,,ასკილის ფურცლები’’, ,,მუჭანახევარი’’, ,,სიზმრის წიგნი’’, ,,საუკუნე თავდება’’, საბავშვო ლექსების კრებულებისა - ,,ლხინი იქა, ლხინი აქა’’, ,,ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე’’, ,,მთავრე დაიკარგა’’, წერილების კრებულისა - ,,სიკეთის ტოტი’’, ბავშვებისთვის დაწერილი წიგნისა - ,,ილია ჭავჭავაძის ცხოვრება’’. ტარიელ ჭანტურიასთან ერთად თარგმნა ჰერმან მელვილის ,,მობი დიკი, ანუ თეთრი ვეშაპი’’. ფრანგულიდან თარგმნა ,,ფრანგული პოეზიის ანთოლოგია’’, ფრანგული ეპოსი ,,როლანის სიმღერა’’, ალენ ფურნიეს ,,დიდი მოლნი’’, ჟიულ რენარის ,,წითური’’, პიერ კორნელის ,,სიდი’’, მოლიერის ,,ტარტიუფი’’. მისი ლექსების წიგნი ,,ჩიტების გამოღვიძება’’ რუსულ ენაზე თარგმნა იუნა მორიცმა და გამოიცა მოსკოვში 1981 წელს. გივი გეგეჭკორის ლექსები თარგმნილია აგრეთვე ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, პოლონურ, ჩეხურ და ბულგარულ ენებზე. 1982 და 1984 წლებში მიღებული აქვს საქართველოს მწერალთა კავშირის წლიური პრემიები ,,ლიტერატურულ საქართველოსა’’ და ჟურნალ ,,ცისკარში’’ გამოქვეყნებული ლექსებისათვის. 1994 წელს მიანიჭეს აკაკი წერეთლის სახელობის პრემია. 1997 წელს დააჯილდოვეს ღირსების ორდენით. 1998 წელს გივი გეგეჭკორს წიგნში: ,,შუქი ფერმიხდილი თოვლის’’ - გამოქვეყნებული ლექსებისთვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. გარდაიცვალა 2002 წელს.