Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თინათინ წერეთელი
იურისტი
date of birth 1903
ცნობილი ქართველი იურისტი თინათინ წერეთელი დაიბადა 1903 წელს ქალაქ თბილისში. 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ -ეკონომიური ფაკულტეტი. 1933 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - კითხულობდა ლექციებს სამოქალაქო სამართალში. 1934-1937 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში პრაქტიკოს იურისტად. 1937-1944 წლებში მიჰყავდა სპეციალური კურსი — მოძღვრება დანაშაულზე. 1950-1952 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, საქართველის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიურ და სამართლის ინსტიტუტის სამართლის სექტორის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. თინათინ წერეთელი მონაწილეობდა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის მომზადებაში. 1963 წლიდან იყო რუსულ-ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის თანაავტორი და მთავარი რედაქტორი. თინათინ წერეთელი წლების განმავლობაში იკვლევდა სისხლის სამართლის ზოგად თეორიულ პრობლემებს, დანაშაულისა და პასუხისმგებლობის საკითხებსა და სისხლის სამართლის საფუძვლებს. მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო თუ საკავშირო კონგრესებსა და სიმპოზიუმების მუშაობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში (რომი, ვარშავა, პარიზი, ნიცა, ბუდაპეშტი და სხვა). 1957 წელს ხელმძღვანელობდა საბჭოთა დელეგაციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სიმპოზიუმზე ვარშავაში. თინათინ წერეთელი დაჯილდოებული იყო მაღალი სახელმწიფო ორდენებით, იყო შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენის კავალერი. გარდაიცვალა 1980 წელს.