Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დარეჯან რამიშვილი
ფსიქოლოგი
date of birth 1907

ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი დარეჯან რამიშვილი დაიბადა 1907 წელს ქალაქ ქუთაისში. 1922 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, რის შემდეგაც ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის მიმართულებაზე. უნივერსიტეტი დაამთავრა 1927 წელს. 1939 წელს, პროფესორ შალვა ნუცუბიძის ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1956 წელს დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,მეტყველების სახეთა განსხვავებული ფორმების შესახებ”. 1987–1989 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციების კურსს აზროვნებისა და მეტყველების ფსიქოლოგიაში. წლების მანძილზე იყო ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეტყველების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ფართო საზოგადოებისთვის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ, მეცნიერებათა აკადემიის ეკონიმიკისა და ისტორიის ინსტიტუტებში. 1982–1983 წლებში მისი ხელმძღვანელობით გამოიცა მეტყველების ლაბორატორიის შრომათა კრებულები. გარდაცვალებამდე – 1992 წლამდე – მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში. დარეჯან რამიშვილის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები ეხებოდა შემდეგ საკითხებს: მეტყველების განსხვავებულ სახეეები ფსიქოლოგიაში, აზროვნების პროცესის გენეზისი და სპეციფიკა, გამომხატველ მოძრაობათა ფუნქციები და ბუნების საკითხისათვის, ენობრივი პროცესის ფსიქოლოგიური მექანიზმი, შემეცნების თეორია და ა.შ. გარდაიცვალა 1992 წელს.

ნაშრომები:

ვატმანის პროფესიოგრამისათვის, ტბ.: ტექნიკა და შრომა, 1935.

ბიბლიოგრაფია