Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დალი ფარჯანაძე
ფსიქოლოგი
date of birth 1940
ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი დალი ფარჯანაძე დაიბადა 1940 წელს ქალაქ თბილისში. 1957-1962 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ფსიქოლოგიის განყოფილებაზე. 1962 წელს გახდა ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის ასპირანტი. 1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1965 წლიდან 2005 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის თანამშრომელი, 1984-2002 წლებში კი ამ კათედრის გამგე. 1998-2004 წლებში ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. 1982-1987 წლებში ამავე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების საკვალიფიკაციო ხარისხების მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი. 1986-1995 წლებში იყო საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 1999-2005 წლებში ,,ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალის რედაქტორი. 2002-2008 წლებში - საერთაშორისო ჟურნალ - ,,Zeitschrift fur Sozial management“, Bertuch Verlag, Weimar,, სარედაქციო საბჭოს წევრი. დალი ფარჯანაძის მეცნიერული კვლევები ზოგადი ფსიქოლოგიის, კოგნიტური ფსიქოლოგიის, პიროვნების ფსიქოლოგიის და განვითარების ფსიქოლოგიის პრობლემებს ეხება. იგი სისტემატიურად მონაწილეობს საერთაშორისო შეხვედრებსა და სიმპოზიუმებში. მათ შორის აღსანიშნავია: 2002 წლის ქართულ-გერმანული სემინარი - ,,MeThoden der Psychoherapie”, რომლის თანაორგანიზატორი თავად იყო. 2002 წელს მონაწილეობდა გერმანიაში საერთაშორისო კონგრესზე რომელიც ეხებოდა პროსპექტულ მეხსიერებას. 2002 წელს თანამშრომლობდა ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ინსტიტუტთან. ამჯერად მოღვაწეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2015 წელს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი.