Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გუჩა კვარაცხელია
ფილოლოგი
date of birth 1940

დაიბადა 1940 წლის 1 ოქტომბერს. ცნობილი ქართველი ფილოლოგი გუჩა კვარაცხელია დაიბადა 1940 წლის 2 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში. 1958 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლა. 1958-1963 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ქართველურ ენათა მიმართულებით. 1963-1966 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1968 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "მეტყველების სტილის სტატისტიკური ანალიზი", ხოლო 1986 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "სამეცნიერო და საგაზეთო–პუბლიცისტურ სტილთა ფუნქციური სისტემები". 1967-1970 წლებში იყო არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უმცროსი, ხოლო 1970-1989 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1989-1994 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, ხოლო 1994-2006 წლებში დირექტორი. 1970-1978 წლებში იყო უფროსი მასწავლებელი სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრაზე, 1978-1988 წლებში დოცენტი, 1989-1994 წლებში ამავე კათედრის გამგე, ხოლო 1993-1994 წლებში არაქართველთათვის ქართული ენის სწავლების სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე. 1999-2005 წლებში იყო ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2005 წლიდან ენისა და ლიტერატურის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. 2006 წლიდან დღემდე მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. გარდა მეცნიერული საქმიანობისა, გუჩა კვარაცხელია ასევე ეწევა აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას. ავტორია არაერთი პოეტური კრებულის და დრამატურგიული ნაწარმოების. გუჩა კვარაცხელია 2005 წლიდან დღემდე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრია.

 

შრომები

  • მხატვრული ენის შესწავლის ლინგვისტური ასპექტები/ რედაქტორი: ბ. ჯორბენაძე- თბილისი: თბილისის უნივერსიტეტ გამ-ბა, 1995.
  • საით მიემართება დრო. თბ. ნაკადული, 1981.
  • უფრო მაღალი ცა, ლექსები. თბ. მერანი, 1987.
  • ქართული ენის ფუნქციური სტილისტიკა. რედ: ბ ჯორბენაძე. თბ. თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1990.

ბიბლიოგრაფია