Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვიოლეტა ცისკარიძე
ფილოლოგი
date of birth 19/12/1921

ცნობილი ქართველი ლიტერატურათმცოდნე ვიოლეტა ცისკარიძე დაიბადა 1921 წლის 19 დეკემბერს, ქალაქ თბილისში. 1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1942-1945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. ომის დამთავრების შემდეგ დაიწყო აქტიური პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობა. 1968 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, 1970 წლიდან პროფესორი, ხოლო 1982 წელს მიენიჭა მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება. ვიოლეტა ცისკარიძის სამეცნიერო კვლევა ეხებოდა უახლესი ქართული ლიტერატურის საკითხებს (XX საუკუნის დასაწყისის ქართული ნოველისტიკა, ქართული ისტორიული რომანი) და XX საუკუნის ქართველ კლასიკოსთა (შიო არაგვისპირელი, ვასილ ბარნოვი, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო. ქიაჩელი, დემნა შენგელაია და სხვ.) შემოქმედებას. მასვე ეკუთვნის წერილები თანამედროვე ქართულ მწერლობასა და ლიტერატურათცოდნეობაზე. ვიოლეტა ცისკარიძის მრავალწლიანი მეცნიერული კვლევის შედეგები თავმოყრილია ორტომეულში ,,უახლესი ქართული ლიტერატურის საკითხები”.