Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რუსუდან ენუქიძე
ფილოლოგი
date of birth 1933

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით. 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,მხატვრული ქრონოტოპი და მისი ლინგვისტური ორგანიზაცია’’, ხოლო 1991 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ლინგვისტური პრაგმატიკა და მხატვრული ტექსტის პროცესუალობა’’. 1996 წელს იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ჩიკაგოს უნივერსიტეტში IREX -ის პროგრამით. 1992-2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგე, 2006-2009 წლიდან ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. წლების განმავლობაში კითხულობდა შემდეგ სალექციო კურსებს: შესავალი ინგლისურ ფილოლოგიაში, ტექსტის ლინგვისტიკა, ინგლისური ენის სტილისტიკა და ა.შ. რუსუდან ენუქიძე 2002 წლიდან ღირსების ორდენის კავალერია. ასევე ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების (LSA) წევრი. 2010 წელს მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი. ამავე წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების ემერიტუს-პროფესორია. მისი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომებია: დროულ-სივრცობრივი მიმართებათა ლინგვისტური ორგანიზაცია მხატვრულ ტექსტში, მხატვრული ქრონოტოპი და მისი ლინგვისტური ორგანიზაცია, ლინგვისტური პრაგმატიკა და მხატვრული ტექსტის პროცესუალობა, მხატვრული ტექსტის თხრობითი დინამიკა და ინფორმატული ერთეულები და ა.შ.

შრომები

  • დროულ - სივრცობრივ მიმართებათა ლინგვისტური ორგანიზაცია მხატვრულ ტექსტში (ინგლისურ-ამერიკული მოთხრობის მასალაზე). თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1984
  • ლინგვისტური პრაგმატიკა და მხატვრული ტექსტის პროცესუალობა (ინგლისურ-ამერიკული მოთხრობის მასალაზე). თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1990.

ბიბლიოგრაფია