Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ელენე თოფურიძე
ფილოსოფოსი
date of birth 1922

დაიბადა 1922 წლის 22 მაისს. ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი ელენე თოფურიძე დაიბადა 1922 წლის 22 მაისს, ქალაქ ბათუმში. 1940 წელს სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1944 წელს. ამავე წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1945 წელს. ამავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ესთეტიკის განყოფილების ასპირანტურაში. იმის გამო, რომ 1946 წლის დეკემბერში ესთეტიკის განყოფილება გაუქმდა, სწავლა გააგრძელა მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომელიც 1949 წელს დაამთავრა. 1951 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,იტალიური რომანტიზმის დრამის თეორია” და მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ამავე წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში, სადაც გარდაცვალებამდე, 2004 წლამდე იყო ესთეტიკის განყოფილების გამგე. 1969 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “ბენედეტო კროჩეს ესთეტიკა”. ელენე თოფურიძის სამეცნიერო მემკვიდრეობა შედგება მრავალი სტატიისა და ოთხი მონოგრაფიისაგან. სტატიებს შორის აღსანიშნავია: ,,სიტყვის პრობლემა კროჩეს ესთეტიკაში”, ,,ესთეტიკურის პრობლემა ჯოვანი ჯენტილეს აქტუალისტურ ესთეტიკაში”, ,,კომიკურის შესახებ”, ,,ხელოვნება როგორც ღირებულება”, ,,ადამიანის პრობლემა ქართულ ფოლკლორში” (მითი ამირანზე და მითოსური ცნობიერება) და ა.შ. 1970 წელს გამოცემულ კრებულში: “XX საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფია” გამოქვეყნდა გამოკვლევები ბენედეტო კროჩეს, ჯოვანი ჯენტილეს და მიგელ დე უნამუნოს ფილოსოფიურ იკონცეფციების შესახებ და სხვა. 1951 წლიდან მუშაობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად, დოცენტის და პროფესორის თანამდებობებზე. კითხულობდა ლექციებს ესთეტიკის, დასავლეთ ევროპის და ამერიკის თეატრისა და ლიტერატურის ისტორიაში. 1998 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო თეატრალური ინსტიტუტის პროფესორ-კონსულტანტი. 1976 წელს დააჯილდოვეს ორდენით ,,ღირსების ნიშანი” და მედლით ,,სახელოვანი შრომისათვის”. 1968 წელს უფსალაში მონაწილეობდა ესთეტიკის VI საერთაშორისო კონგრესზე, 1972 წელს ბუქარესტში ესთეტიკის VII საერთაშორისო კონგრესზე ელენე თოფურიძე გარდაიცვალა 2004 წელს.