Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლატავრა ღვალაძე
ფილოლოგი
date of birth 1929

ცნობილი ქართველი ფილოლოგი, ლატავრა ღვალაძე დაიბადა 1929 წლის 4 ივლისს ქალაქ თბილისში. 1920-1930-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწის ევგენი ღვალაძისა და ცნობილი მკვლევარ-ბიბლიოგრაფის თამარ კუცია-ღვალაძის ოჯახში. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1956 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატია. 1952-1955 წლებში იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი, 1955-1961 წლებში ამავე ინსტიტუტის ლექსიკოგრაფიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი. 1961-2006 წლებში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილების ჯერ უფროსი, შემდეგ კი წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. 1962-1966 წლებში პარალელურად მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენ კომისიაში. ლატავრა ღვალაძე ავტორია 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და მათ შორის ერთი მონოგრაფიის. მისი შრომები ეძღვნება სხვადასხვა ასპექტებს ძველი მწერლობის ძეგლებისა: ,,გრიგოლ განმანათლებლის ცხოვრება’’, ,,წმინდა ბაბილას წამება’’ და ა.შ. 1992 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოიცა მისი მონოგრაფია: “ბაბილას წამების ბერძნული, ქართული, სირიული და არაბული ვერსიები”. ლატავრა ღვალაძე არჩეულია საქართველოს აღმოსავლეთმცოდნეთა საზოგადოებისა და ევრომეცნიერების წევრად საფრანგეთში. წლების მანძილზე იყო თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი.