Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მანანა ხიდაშელი
ისტორიკოსი
date of birth 1936

1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,ბრინჯაოს მხატვრული დამუშავებისათვის ანტიკურ საქართველოში’’, 1982 წელს კი სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ცენტრალური ამიერკავკასიის გრაფიკული ხელოვნება ადრეულ რკინის ხანაში’’. წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილების მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად. მანანა ხიდაშელი აქტიურად მონაწილეობდა ასირიოლოგთა საერთაშორისო შეხვედრებში: 1978 წელს გერმანიაში, კერძოდ ლაიფციგში, 1982 წელს ლონდონში, 1983 წელს ლეიდენში, 1984 წელს ლენინგრადში, ხოლო 1985 წელს პარიზში. იგი ასევე მონაწილეობას იღებდა არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში. მაგ: 1978 წელს მიწვეული იყო მოსკოვში სადაც წაიკითხა საჯარო მოხსენება ძველი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხების შესახებ. მანანა ხიდაშელი ავტორია 4 სამეცნიერო მონოგრაფიის: ,,ბრინჯაოს მხატვრული დამუშავების ისტორიისათვის ანტიკურ საქართველოში’’, ,,ცენტრალური ამიერკავკასიის გრაფიკული ხელოვნება ადრეულ რკინის ხანაში’’, ,,რიტუალი და სიმბოლო არქაულ კულტურაში’’ და ,,სამყაროს სურათი არქაულ საქართველოში’’.

შრომები

 

  • ბრინჯაოს მხატვრული დამუშავების ისტორიისათვის ანტიკურ საქართველოში (ბრინჯაოს ქართული ჭვირუგამოსახულებიანი ბალთები), გამოკვლევა-კატალოგი, თბ.: მეცნიერება, 1972.
  • სამყაროს სურათი არქაულ საქართველოში, თბ.: ნეკერი, 2001.
  • ცენტრალური ამიერკავკასიის გრაფიკული ხელოვნება ადრეულ რკინის ხანაშ (ბრინჯაოს გრავირებული სარტყლები), გამოკვლევა-კატალოგი, თბ.: მეცნიერება, 1982.

ბიბლიოგრაფია