Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზოია ჩიმაკაძე
ფილოლოგი, ისტორიკოსი
date of birth 1919

1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, 1941 წელს ისტორიის ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება, 1944 წელს ასპირანტურა შუა საუკუნეების ისტორიის სპეციალობით გრიგოლ ნათაძის ხელმძღვანელობით. 1948 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,მაკიაველის ისტორიული ნაშრომები’’. 1940-1948 წლებში კინოსტუდიასთან არსებულ კინომსახიობთა სტუდიაში კითხულობდა ლექციებს რუსულ ლიტერატურაში, 1943-1948 წლებში სოხუმის მაქსიმ გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში შუა საუკუნეების ისტორიას და ისტორიის სწავლების მეთოდიკას, 1948 წლიდან ალექსანდრ პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, შემდეგში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ და ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ასწავლიდა შუა საუკუნეების, ბიზანტიის, რუსეთის, დიპლომატიის, კულტურის, ცივილიზაციისა და რელიგიის ისტორიებს, ლოგიკას. ზოია ჩიმაკაძეს წლების მანძილზე ეკავა სხვადასხვა აკადემიური თანამდებობა. იყო პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის, შემდეგში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის კათედრის დოცენტი, კათედრის გამგე, ფაკულტეტის დეკანი, პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ისტორიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. ზოია ჩიმაკაძის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომებია: ,,ბრძოლა ახალი ტრადიციების დასამკვიდრებლად’’, ,,მოსწავლეთა მეცნიერულ-ათეისტური აღზრდა ძველი მსოფლიოს ისტორიის გაკვეთილებზე’’, ,,Факторы определяющие еффективность устного выступления’’, ,,ისტორიის სწავლების მეთოდიკა’’, ,,ნიკოლო მაკიაველი და მისი ეპოქა’’, ,,ანტიკური სამყარო, აფორიზმები და ფრთიანი გამონათქვამები’’, ,,მედიცინის მამა - დიდი ჰიპოკრატე’’, ,,ანტიკური ოლიმპიური თამაშები’’, ,,მაკიაველი’’ და 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ძირითადად შუა საუკუნეების ისტორიაში. ზოია ჩიმაკაძე არის დამსახურებული პედაგოგი, ღირსების ორდენის კავალერი, მეორე მსოფლიო ომისა და შრომის ვეტერანი, უმაღლესი საბჭოსა და საზოგადოება ,,ცოდნის’’ საპატიო სიგელების მფლობელი, ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტისა და პროფესიონალ და საქმიან ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის ,,ვინ ვინ არის?’’ (Who’s Who) 2002 წლის ნომინანტი.

შრომები

  • ბრძოლა ახალი ტრადიციების დამკვიდრებისათვის, თბ.: 1978.
  • ნიკოლო მაკიაველი და მისი ეპოქა, თბ.: 2003.
  • ვ.ი. ლენინი პარტიული პროპაგანდის ხელოვნების შესახებ, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1964.
  • მოსწავლეთა მეცნიერულ-ათეისტური აღზრდა ძველი მსოფლიოს ისტორიის გაკვეთილებზე, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1983.

ბიბლიოგაფია