Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნატა კვეზერელი-კოპაძე
ისტორიკოსი
date of birth 1913
1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ხოლო 1938 წელს ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა ძველი მსოფლიოს ისტორიის სპეციალობით. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ კითხულობდა ლექციებს ძველი მსოფლიოს ისტორიაში პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში, თელავის სამასწავლებლო სასწავლებელში და სხვა. 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ჰელიოპოლიტთა აჯანყება პერგამოსში’’. 2006 წლამდე იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის კათედრის დოცენტი. ნატა კვეზერელი 30-მდე სამეცნიერო გამოკვლევისა და სტატიის, ასევე ორი სახელმძღვანელოს - „ძველი საბერძნეთის ისტორიის’’ და „ელინიზმის ისტორიის’’ ავტორია. ისტორიკოსი თავისი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. გარდაიცვალა 2007 წელს.