Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლეილა ხუსკივაძე

date of birth 1936

1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად. 1982 წლიდან არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. 1986 წლიდან კი თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციისა და ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის პროფესორი, კითხულობს ბიზანტიის ხელოვნების ისტორიის კურსს. ხუსკივაძე ლეილას კვლევის სფეროა შუასაუკუეების ქართული სახვითი ხელოვნება, ამჟამად მოღვაწეობს ქართული ხელოვნების ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. მისი რჩეული ნაშრომებია: ლევან დადიანის საოქრომჭედლო სახელოსნო (ნარკვევები XVII საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების ისტორიიდან), შუა საუკუნეების ტიხრული მინანქარი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ,,ოშკის’’ სკულპტურულ ,,ვედრებათა’’ თავისებურებების შესახებ და ა.შ.

შრომები

 

  • ბექა ოპიზარი, თბ.: ხელოვნება, 1976.
  • ლევან დადიანის საოქრომჭედლო სახელოსნო (ნარკვევი 17 საუკუნის ქართული ბეჭდური ხელოვნების ისტორიიდან), თბ.: მეცნიერება, 1974.
  • შუა საუკუნეების ტიხრული მინანქარი საქართველოს ხელონების სახელმწიდო მუზეუმში, თბ.: ხელოვნება, 1984.

ბიბლიოგრაფია