Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ირინა ღამბაშიძე
არქეოლოგი
date of birth 1958
1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, არქეოლოგის სპეციალობით. 1976-1983 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ლაბორანტი. 1996 წელს მონაწილეობა მიიღო ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო არქეოლოგიურ ექსპედიციაში: ტროასა და ვანში (თურქეთი). 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „სამცხე-ჯავახეთი ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებში“. 1983-2000 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უმცროსი, ხოლო 2003-2007 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ირინე ღამბაშიძე გარდა პროფესიული მოღვაწეობისა, პედაგოგიურ მუშაობასაც ეწეოდა. კერძოდ, 2004-2014 წლებში იყო ბოხუმის რურის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, სადაც კითხულობდა ლექციების კურსს - „საქართველოს არქეოლოგიასა’’ და „კავკასია ადრელითონების ხანაში“. 2007-2009 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის ასოცირებული პროფესორი. მონაწილეობდა არაერთ არქეოლოგიურ ექსპედიციაში: 1983-1995 წლებში იყო მესხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1995-2001 წლებში სამცხე-ჯავახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. 2002-2007 წლებში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე ბორჯომის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. 2011 წელს ილმაზლოს არქეოლოგიური ექსპედიციის არქეოლოგი. 2013 წელს ჯავახეთის სადაზვერვო არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. 2014 წელს სამხრეთ კავკასიის მილსადენზე ორჭოსანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. 2004-2014 წლებში საყდრისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. 2011 წელს იყო ქუთაისის არქეოლოგიური მუზეუმის საგამოფენო ექსპოზიციის პრეისტორიული ბლოკის კონცეფციის კოორდინატორი, ხოლო 2012 წელს ახალციხის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის მუდმივი გამოფენის კოორდინატორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი. ირინე ღამბაშიძე 2007 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია, ხოლო 2012 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 2006 წლიდან გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი.