Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნათელა ალადაშვილი

date of birth 1923

1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1949 წელს ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1950 წლიდან მოღვაწეობდა ამავე ინსტიტუტში, 1987 წლიდან იყო წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1968 წლიდან იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგია. 1963 წლიდან მხატვართა კავშირის წევრი. ნათელა ალადაშვილის მეცნიერული კვლევის საგანი იყო შუასაუკუნეების ქართული ქვის ქანდაკება და მისი მიმართება ბიზანტიურ, სომხურ, დასავლეთ ევროპის სკულპტურასთან, მონუმენტური ქანდაკების განვითარების საერთო მიმართულებისა და ეტაპების დადგენა, ქართული შუასაუკუნეების მონუმენტური მხატვრობა (კერძოდ, სვანეთის ძეგლები), თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნება. იგი მონაწილეობდა ქართული ხელოვნებისა და ქართულ-ბიზანტიური ხელოვნების ურთიერთობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონგრესებში: 1974 წელს ბერგამოში, 1977 წელს თბილისში, 1980 წელს ბარი-ლეჩეში, 1981 წელს პატმოსზე, 1983 წელს თბილისში, 1986 წელს პავიასა და ხორვატიაში, ხოლო 1989 წელს კვლავ თბილისში. . აგრეთვე 1971 წელს ბუქარესტში, ხოლო 1991 წელს მოსკოვში მონაწილეობა მიიღო ბიზანტიოლოგთა საერთაშორისო კონგრესში. ნათელა ალადაშვილი გარდაიცვალა 2006 წელს.

ბიბლიოგრაფია:

ნიკორწმინდის რელიეფები. ფასადების სკულპტურის შესახებ შუა საუკუნეების საქართველოში, თბ.: საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1957.