Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ციალა ქურციკიძე
ფილოლოგი
date of birth 1930

1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1953-1956 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში ძველი ქართული ენის სპეციალობაზე. 1960 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ,,ქართული ვერსიები აპოკრიფებისა მოციქულთა შესახებ’’. IX-XI საუკუნეების ხელნაწერთა მიხედვით შეისწავლა და გამოსცა ექვსი აპოკრიფული წიგნი მოციქულთა შესახებ. 1970 წელს გამოაქვეყნა ,,ძველი აღთქმის აპოკრიფული წიგნების ქართული ვერსიები. 1964 წელს გამოსცა ,,ადამის აპოკრიფული ცხოვრების ქართული ვერსია’’. 1973 წელს ელენე მეტრეველთან ერთად გამოსცა ილია აბულაძის ,,ძველი ქართული ენის ლექსიკონი’’. 1974 წელს დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1978 წელს გამოაქვეყნა იაკობ ცურტაველის ,,შუშანიკის წამება’’. 1983 წელს გამოსცა ,,ბასილი კესარიელის ეფთვიმე მთაწმიდელის თარგმანი’’, ხოლო 1985 წელს ,,ნიკოდიმოსის აპოკრიფული წიგნის ქართული ვერსია’’. ციალა ქურციკიძე მონაწილეობდა ,,ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების’’ ტომების გამოქვეყნებაში და ,,ქართლის ცხოვრების’’ ტექსტის აკადემიური გამოცემის მომზადებაში. დაბეჭდილი აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ძველი ქართული მწერლობისა და ენის საკითხებს ეძღვნება. გარდაიცვალა 2010 წელს.