Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ელენე ვირსალაძე
ფილოლოგი
date of birth 1911

1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1935 წელს ლენინგრადის ლიტერატურის, ენისა და ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1936 წელს იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ქართული ზღაპრის გენეზისის პრობლემა”. 1936 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს თსუ-სა და სხვადასხვა პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1976 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოლკლორისტიკის კათედრას. ელენე ვირსალაძის სამეცნიერო კვლევის სფეროს წარმოადგენდა ფოლკლორის აქტუალური საკითხები: მითოლოგიის პრობლემები, ეპიკურ ტრადიციათა თავისებურებები ფოლკლორში, ზეპირსიტყვიერებაში თანამედროვე თემატიკის ასახვის ფორმები, ფოლკლორულ-ლიტერატურული ურთიერთობები და სხვა. 1958 წელს გამოაქვეყნა ,,ქართველ მთიელთა ზეპირსიტყვიერება”. ელენე ვირსალაძის ძირითადი ნაშრომია ,,ქართული სამონადირეო ეპოსი”. მას თვალსაჩინო წვლილი მიუძღვის ზეპირსიტყვიერების შეკრებისა და გამოქვეყნების საქმეშიც. გამოკვლევითა და მეცნიერული კომენტარებით გამოსცა ,,რჩეული ქართული ხალხური ზღაპრები”. მონაწილეობდა ,,ქართული ხალხური პოეტური შემოქმედების” (ტ. 1-3, 1960-73) შედგენაში. 1974 წელს გამოქვეყნდა ,,ქართული ხალხური სატრფიალო ლირიკის ძირითადი სახეობანი”, წიგნში: ,,ლიტერატურული ძიებანი”. ელენე ვირსალაძე 1974 წლიდან იყო ნარატიული ფოლკლორის საერთაშორისო საზოგადოების წევრი. მისი ნაშრომები თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ ენებზე. გარდაიცვალა 1977 წელს.

შრომები:

  • კორეული ზღაპრები. რედ - ვირსალაძე, ე. თბილისი, 1972
  • რჩეული ქართული ხალხური ზღაპრები. თბილისი, 1949
  • რუმინული ზღაპრები. თბილისი, 1973
  • ქართველ მთიელთა ზეპირსიტყვიერება. მთიულეთ-გუდამაყარი. ტექსტების მომზადება, რედაქცია, გამოკვლევა და შენიშვნები ელენე ვირსალაძისა. თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამომცემლობა, 1958
  • ქართული ზღაპრები. თბილისი, 1984
  • ქართული სამონადირო ეპოსი (დაღუპული მონადირის ციკლი). თბ., “მეცნიერება”, 1964
  • ქართული ხალხური პოეზია. ტომი 7. თბ., 1979
  • ქართული ხალხური პოეზია. თბ., 1974
  • ქართული ხალხური პოეზია. ტომი 1. თბ., “მეცნიერება”, 1973
  • ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება. რედ - ვირსალაძე, ელ. ტომი 3. თბ., 1973
  • ხალხური სიბრძნე. ტომი 3. თბ., 1964
  • ხალხური სიტყვიერების მასალები. ტომი 2. თბილისი, 1957

ბიბლიოგრაფია