Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მზია ანდრონიკაშვილი
ფილოლოგი
date of birth 1920

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კავკასიურ და აღმოსავლურ ენათა მიმართულებით. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მზია ანდრონიკაშვილი იყო დიდი ქართველი მეცნიერების აკაკი შანიძის, გიორგი ახვლედიანის, იუსტინე აბულაძის, არნოლდ ჩიქობავას, გიორგი წერეთლისა და სერგი ჯიქიას მოწაფე. 1942 წელს ჩაირიცხა მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში ირანისტიკის განხრით. მისი ხელმძღვანელი იყო აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი. ამავე პერიოდში ცნობილი ირანისტის ვასილ აბაევის ხელმძღვანელობით მუშაობდა ძველ ირანულ ტექსტებზე. 1942-1950 წლებში მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში. 1946 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ირანული სიტყვები ძველ ქართულ ორიგინალურ ძეგლებში’’, ხოლო 1968 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ქართველურ-ინდოირანული ენობრივი ურთიერთობები’’. აღნიშნულ ნაშრომში გამოვლენილია და კომპლექსურად არის შესწავლილი სპარსულიდან და სხვა ირანული ენებიდან და დიალექტებიდან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში - უძველესი დროიდან XVI-XVII საუკუნეებამდე - ქართულ და ქართველურ ენებში შემოსული და ადაპტირებული ლექსიკა. მკვლევარის მიერ მიღებულ შედეგებს გარდა წმინდა ლინგვისტური ღირებულებისა უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ კულტურულ-ისტორიულ ურიერთობათა თავისებურებების გარკვევის საქმეში. მონოგრაფიამ საერთაშორისო აღიარება მოუპოვა ავტორს. მზია ანდრონიკაშვილი 1953-1969 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი. უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ისეთ საგნებში, როგორიცაა ირანული ენების შედარებითი გრამატიკა, სანსკრიტული ენა, ძველი და საშუალო ირანული ენები. მეცნიერს შესრულებული აქვს რიგვესტისა და ავესტის ჰიმნების თარგმანები. 1985 წლიდან იყო აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. გარდაიცვალა 2006 წელს.

ბიბლიოგრაფია:

ნარკვევები ირანულ ქართული ენობრივი ურთიერთობებიდან, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1966.