Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯემალ თოფურიძე
მწერალი
date of birth 1947

1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და მართვის ინსტიტუტში. 1974-1978 წლებში მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. ამავე წლებში ლიტერატურულ ჟურნალ “ცისკარში” იბეჭდებოდა მისი მოთხრობები “ნუციკო ემხვარი”, “ლექსო”, “თედოს ოცნება”, “დაბადება”., “კაცი” და სხვები. მოთხრობა “მარტო” დაიბეჭდა გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში”. 1978 წელს, გარდაცვალებიდან ერთ თვეში, “ცისკარში” გამოქვეყნდა ჯემალ თოფურიძის ყველაზე ცნობილი მოთხრობა “დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია”. იმავე წელს ამ მოთხრობას მიენიჭა მწერალთა კავშირის პრემია წლის საუკეთესო მოთხრობისათვის. 1979 წელს გამომცემლობა “მერანმა” გამოსცა ჯემალ თოფურიძის პირველი წიგნი: მოთხრობების კრებული “დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია”. 1983 წელს “მერანმა” ამ წიგნის რუსული თარგმანიც გამოსცა. 1994 წელს “დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია” ადრე გამოუქვეყნებელ სამ მოთხრობასთან ერთად გამომცემლობა “საქართველომ” დასტამბა. 2003 წელს გამოვიდა ჯემალ თოფურიძის მეოთხე წიგნი, სახელწოდებით “გამოუსწორებელი”. მასში ძველ მოთხრობებთან ერთად ხუთი გამოუქვეყნებელი მოთხრობა დაიბეჭდა. 2007 წელს დაბადებიდან 60 წლის აღსანიშნავად ჯემალ თოფურიძის მეუღლემ, მანანა დუმბაძემ, გამომცემლობა “მერანის” ბაზაზე გამოსცა “ჯიბის წიგნი”, რომელიც მწერლის სრულ შემოქმედებას მოიცავს. ჯემალ თოფურიძის მოთხრობები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე.