Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნოდარ წულეისკირი
მწერალი
date of birth 1932

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1956 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. 1958 წელს მიიღო მწერალთა კავშირის პრემია. 1959 წლის ჟურნალ „ცისკარის“ მეთორმეტე ნომერში გამოქვეყნდა მისი ნოველები: „მეპაპიროსე მოსე“, „ექვთიმეს ხე“, „ლუკა“. ნოდარ წულეისკირი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში უფროს რედაქტორად, ჟურნალ ,,დილას’’ პასუხისმგებელ მდივნად, ,,ცისკრის’’, ,,მნათობის’’ განყოფილების გამგედ. 1990 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი. ამავე წლის ნოემბერში დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრად. 1991-1992 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. 1992 წლიდან მწერალი მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში სკოლის დირექტორად და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა. ავტორია არაერთი რომანის, მოთხრობის და სცენარის. მწერლის ყველაზე გახმაურებული რომანის, „აფთრების“ სიუჟეტზე შეიქმნა თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“. მისი ცალკეული ნაწარმოებები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, რუსულ, უზბეკურ, ლიტვურ, გერმანულ, პოლონურ, რუმინულ ენებზე. 2008 წელს მიენიჭა ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია. გარდაიცვალა 2015 წელს.