Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯონი ხეცურიანი
იურისტი
date of birth 1951

1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1976 წელს კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1977 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,მორალური ნორმების მნიშვნელობა სამოქალაქო სამართალში’’. 1976-1989 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, ლაბორატორიის ხელმძღვანელად, სახელმწიფოსა და სამართლის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილედ. 1982 წელს მიენიჭა საკავშირო ახალგაზრდული პრემიის ლაურეატის წოდება მეცნიერების დარგში. 1988 წელს დაამთავრა თსუ-ის ეკონომიური ფაკულტეტი. 1994 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,სამოქალაქო სამართლის ფუნქციები’’. ამავე წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 1990–1992 და 1999–2000 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 1995–1999 და 2000–2001 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად. 2001 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტად. 2001–2006 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. გამოქვეყნებულია მისი წერილები სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. არის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის (1991 წ.), საქართველოს კონსტიტუციის (1995 წ.), სამოქალაქო კოდექსის (1997 წ.) და კონსტიტუციური შეთანხმების (2002წ.) პროექტების ერთ–ერთი ავტორი. ჯონი ხეცურიანს მინიჭებული აქვს იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩევლის სპეციალური წოდება და უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის 6 წიგნი სამოქალაქო სამართლის, კონსტიტუციის და სისხლის სამართლის პრობლემებზე. 2003-2007 წლებში იყო ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის წევრი.

შრომები

 

  • სახელმწიფო და ეკლესია, თბ.: [გ.გ], 2013.
  • სსრ კავშირის კონსტიტუცია და სოციალისტური კანონიერება, თბ.: მეცნიერება, 1979.

ბიბლიოგრაგია