Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანზორ ხელაშვილი
ფიზიკოსი
date of birth 1938

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1965 წელს ქალაქ დუბნის გაერთიანებულ ბირთვულ კვლევათა ინსტიტუტის ასპირანტურა. 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,პოტენციალური გაფანტვის თეორიის ზოგიერთი საკითხი’’. 1983 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,კორალური სიმეტრია და კვაზიპოტენციალური განტოლებები ჰადრონთა დინამიკაში’’. 1965-1969 წლებში იყო თსუ-ის ფიზიკის ფაკულტეტის ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი, ხოლო 1969-1973 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1973-1981 წლებში თეორიული ფიზიკის განყოფილების გამგე, მაღალი ენერგიების ფიზიკის პრობლემური სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში. 1983 წელს მიიღო პეტრე მელიქიშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია. 1986-1995 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ზოგადი ფიზიკის კათედრის გამგე, ხოლო 1993-2005 წლებში თსუ-ის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში. 1995-2006 წლებში ამავე უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე. 1997 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტია, 1998 წლიდან - აშშ-ის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის, ხოლო 2002 წლიდან - აშშ-ის ფიზიკის პედაგოგთა ნაციონალური ასოციაციის წევრი. 2002 წელს დააჯილდოვეს ფრიდრიხ ნანსენის საერთაშორისო ფონდის ოქროს მედლით, ხოლო 2005 წელს ივანე ჯავახიშვილი სახელობის მედლით. 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი. 2007 წლიდან ამავე უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების გამგე. 2009 წელს მიიღო საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერებაში. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ანზორ ხელაშვილის მეცნიერული ინტერესების სფეროს შეადგენს: თეორიული და მათემატიკური ფიზიკა, ველის კვანტური თეორია და ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა.

შრომები

 

  • კლასიკური თეორიული მექანიკა (ლექციების კურსი), თბ.: თსუ გამომცემლობა, 2005.
  • შრომების კრებული, სადისკუსიო კლუბი ,,ქართული სახელმწიფო’’, თბ.: 2003.
  • 1976-1993 წწ. მისაღებ გამოცდებზე ფიზიკაში გამოყენებული ამოცანების ნიმუშები, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1994.
  • ხელაშვილი ა., მამულია ს., სოციალისტური ქვეყნების უძლეველი ბანაკი, თბ.: 1958.

ბიბლიოგრაფია