Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონსტანტინე ჯანდიერი
მწერალი, სცენარისტი
date of birth 1958

1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1978-1980 წლებში იყო საშუალო სკოლის მასწავლებელი. 1979-1990 წლებში ბოტანიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1980 წელს ვალეს ნახევრადძვირასი ქვების პირველადი დამუშავების საამქროს ოპერატორი. 1989-1994 წლებში კინოსტუდია ,,შემოქმედის’’ რედაქტორი. 1995 წლიდან თსუ-ის ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის პედაგოგი, ხოლო 2000 წლიდან დოცენტი. 1999 წლიდან იყო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის განათლების პროგრამის კოორდინატორი. ავტორია სამი სამეცნიერო სტატიის, კრებულის: ,,ცუდი ბიჭების ცხოვრებიდან’’, მოთხრობების, 12 მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარის. მისი მოთხრობა ,,განსხვავებული კალიბრის ვაზნა’’ შეტანილია გერმანიაში გამოქვეყნებული ქართული პროზის ანთოლოგიაში. 1992 წელს მიიღო საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია, საუკეთესო პროზაული ნაწარმოებისათვის - მოთხრობისათვის "საოჯახო ქრონიკა". 2010 წელს ლიტერატურული პრემია "საბა", მოთხრობების კრებულისათვის. კონსტანტინე ჯანდიერი არის მწერალთა კლუბის -,,XX საუკუნე’’ ერთ-ერთი აქტიური წევრი.