Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბესიკ ხარანაული
პოეტი
date of birth 1939

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-1967 წლებში იყო გამომცემლობა ,,ლიტერატურა და ხელოვნების’’ უმცროსი რედაქტორი. 1967-1972 წლებში გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველოს’’ რედაქტორი. 1972-1999 წლებში ჟურნალ ,,მნათობის’’ რედაქციის განყოფილების გამგე და შემდეგ რედაქტორის მოადგილე. 1999-2001 წლებში გამომცემლობა ,,ნაკადულის’’ დირექტორი. 1993 წელს გახდა სახელმწფიო პრემიის ლაურეატი. ბესიკ ხარანაულის ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. 1991 წელს გამოვიდა ბესიკ ხარანაულის სამი წიგნი: იმ დროისათვის ყველაზე სრული კრებული - ,,ლექსები. პოემები’’, რომელშიც შევიდა პოეტის მთელი ოცწლიანი შემოქმედება (1969 წლიდან) და ახალი კრებულები: ,,აგონიური’’ და ,,შუადღის წიგნი’’. მისი პირველი რომანის - „ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისათვის“ (2005 წ.) უშუალო წინამორბედია ორიოდე წლით ადრე დაბეჭდილი „წიგნი ამბა ბესარიონისა“, პოემა ვრცელი პროზაული ჩანართებით. 2004 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა" საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „წიგნი ამბა ბესარიონისა". 2010 წლის ოქტომბერში წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე, ლიტერატურის დარგში. 2012 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „გალა" წიგნისათვის - „ლექსები, პოემები - 1954-2005’’. (აღნიშნული კრებული მოიცავს პოეტის 50 წლიან შემოქმედებით მემკვიდრეობას). 2014 წელს მიიღო ხელოვნების ქურუმის ჯილდო და წმინდა გიორგის ოქროს ორდენი. ასევე მიღებული აქვს შოთა რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიები. მისი ლექსები არაერთ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ და აზერბაიჯანულ ენებზე.

შრომები

 

  • ასი ლექსი, თბ.: ინტელექტი, 2007.
  • აგონიერი: ლექსები, თბ.: მერანი, 1991.
  • ლექსები. პოემები: [კრებული], თბ.: საქართველო, 1991.
  • ლექსები. პოემები: მეორე გამოცემა, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1984.
  • ლექსები. კრებული, თბ.: მერანი, 1979.
  • ლექსები. თბ.: საბჭოთა საქართველო, 1968.
  • ლექსები. პოემა, თბ.: მერანი, 1975.
  • დიდი სმა, თბ.: ინტელექტი, 2019.
  • თარგმანი ამერიკულიდან: მეტაპოეტური ნაწერი, თბ.: ინტელექტი, 2014.
  • მთავარი გამთამაშებელი: მეტაპოეტური წიგნი-კონცერტი, თბ.: ინტელექტი, 2012.
  • მიკარნახე ანგელია: პოემა. ლექსები, თბ.: მერანი, 1985.
  • რძის ფოსტა: რომანი ოთხ ლექსად, თბ.: ინტელექტი, 2015.
  • სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა: ეთნოფილიური რომანი, თბ.: სეზანი, 2010.
  • ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს: ყველაზე გრძელი მონოლოგი - ბუნებაში ხომ მარტო ადამიანი არ არის, თბ.: ინტელექტი, 2015.

ბიბლიოგრაფია