Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვლადიმერ ჭავჭანიძე
ფიზიკოსი
date of birth 1920

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1950 წელს სსრკ. მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1953 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,მრავალჯერადი გაბნევების და დანაკარგების კვლევა დამუხტული ნაწილაკების ნივთიერებაში სტოქასტური მეთოდებით.’’ ხოლო სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: ,,მოდელირების მეთოდები ფიზიკაში და კიბერნეტიკაში’’. 1950-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში. 1967 წლიდან იყო საერთაშორისო ჟურნალი ,,Cibernete’’-ს რედაქტორი. 1969 წლიდან სათავეში ჩაუდგა თსუ-ის თეორიული კიბერნეტიკის კათედრას. 1960-1981 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი. 1980-იანი წლებიდან ხელმძღვანელობდა ა. ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის მანქანური ინტელექტის პრობლემების განყოფილებას. 1989 წლიდან იყო სამეცნიერო ჟურნალის ,,მეცნიერება და ტექნიკის’’ მთავარი რედაქტორი. ასევე, ინფორმატიზაციის საერთაშორისო და საინჟინრო აკადემიების, საქართველოს ბუნებისმეტყველთა და ეკოლოგიის აკადემიის ნამდვილი წევრი და საქართველოს ენციკლოპედიის სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1997 წელს მიიღო ღირსების ორდენი. ვლადიმერ ჭავჭანიძე ავტორია 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 20-ზე მეტი გამოგონების. მისი შრომები ეხება ფიზიკის, გამოყენებითი მათემატიკის, კიბერნეტიკისა და ხელოვნური ინტელექტის თეორიის საკითხებს. გარდაიცვალა 2010 წელს.