Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გივი ცინცაძე
ქიმიკოსი
date of birth 1933

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1961-1964 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ანალიზური ქიმიის კათედრის ასპირანტი. 1965-1971 წლებში ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრის დოცენტი. 1971 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ლითონების ციანატური, თიოციანატური და სელენოციანატური ნაერთების გამოკვლევა’’. 1971-1973 წლებში იყო ანალიზური ქიმიის კათედრის გამგე. 1973-1992 წლებში ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრის გამგე. 1992-1997 წლებში ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი. 1997-2004 წლებში ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის ზოგადი და ბიოარაორგანული ქიმიის კათედრის გამგე. გივი ცინცაძე 1983 წლიდან საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეა. 1990 წელს გახდა უკრაინის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. 2004 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სრული პროფესორია. 2008 წლიდან დღემდე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. ავტორია 5 მონოგრაფიისა და 200-ზე მეტი სტატიის.

შრომები

  • თვისებითი ანალიზი ლაბორატორიული პრაქტიკუმი, თბ.: 2004.

ბიბლიოგრაფია