Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ოთარ ჩხეიძე
მწერალი
date of birth 1920

1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განხრით. 1945-1998 წლებში იყო მწერალთა კავშირის წევრი. 1948 წლიდან ლექციებს კითხულობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის, 1949 წლიდან — ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1949—1971 წლებში იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის, 1971—1980 წლებში — უცხოური ენებისა და ლიტერატურის კათედრის გამგე. 1950—1951 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი. 1950 წლიდან 90-იან წლებამდე „მნათობის“, „ცისკრის“ და „ლიტერატურული საქართველოს“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. წლების მანძილზე აქვეყნებდა ქართული სოფლის ამსახველ, მცირეფორმიან თხზულებებს საერთო სათაურით — „ჩემი სოფლის ეტიუდებიდან“. ავტორია რომანების მთელი სერიისა, რომელთა მთავარი პერსონაჟების - გენეტიკური ხაზით ერთმანეთთან დაკავშირებული სამი თაობის ადამიანების - ბედის ჩვენებით შექმნილია XX საუკუნე ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ვრცელი რომანი - „ტინის ხიდი". რომანების ციკლი - „არტისტული გადატრიალება", „თეთრი დათვი", „ბერმუდის სამკუთხედი", „2001 წელი", „მორჩილი", „ლაზერშოუ" (2005) გამოხატავს საქართველოში კომუნისტური რეჟიმის შემდგომდროინდელ მოვლენებს. მისი თხზულებები თარგმნილია რუსულ, ბულგარულ და ა.შ ენაზე. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის" ორდენით. 2005 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია ,,საბა’’ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. 2006 წელს გახდა „ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიის’’ლაურეატი. გარდაიცვალა 2007 წელს.