Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გურამ შენგელაია
გეოფიზიკოსი
date of birth 1925

1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1949-1961 წლებში იყო გეოფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი ინჟინერი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1961-1979 წლებში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი. 1979-1982 წლებში გეოფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე. 1982 წლიდან გეოფიზიკის ინსტიტუტთან არსებული სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი. 1982 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,კავკასიის დედამიწის ქერქის გრავიტაციული მოდელი’’. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები: ,,მტკვრის დეპრესიის დასავლეთი ნაწილის დედამიწის ქერქის აგებულება’’ (1968), ,,დედამიწის ქერქის სამგანზომილებიანი გრავიტაციული მოდელის აგების მეთოდი’’ (1979), ,,კავკასიის დედამიწის ქერქის გრავიტაციული მოდელი’’ (1984) და სხვ. 1992 წლიდან არის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1994 წლიდან მ. ალექსიძის პრემიის ლაურეატი. აშშ (1991) და ევრო-აზიის (1994) გეოფიზიკიური საზოგადოებების წევრი. 2000 წლიდან ღირსების ორდენის კავალერი. გარდაიცვალა 2002 წელს.