Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯუანშერ ჩქარეული
ფიზიკოსი
date of birth 1940

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1966-1970 წლებში სწავლობდა რუსეთის ბირთული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1971-1974 წლებში იყო მოსკოვის თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის ინსტიტუტის სტაჟიორ-მკვლევარი. 1974-1982 წლებში ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი, 1982-1990 წლებში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1991 წლიდან განყოფილების ხელმძღვანელი. 1990 წლიდან თსუ-ის თეორიული ფიზიკის პროფესორი. მუშაობდა მიწვეულ პროფესორად ევროპის წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში: სანექსის უნივერსიტეტში (ბრაიტონი, 1993-1994), თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში (ტრიესტი, 1996), ევროპის ბირთული კვლევების ცენტრში (ჟენევა, 1994-1995), ლონდონის სამეფო უნივერსიტეტში (1998-1999), მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტში (მიუნჰენი, 2000). 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ლაგრანჟის მოდელები განივი ვექტორული და აქსიალურ-ვექტორული ველებით’’. 1985 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ჰორიზონტალური სიმეტრია და კვარკების და ლეპტონების თაობები’’. მისი ძირითადი სამეცნიერო ინტერესები დაკავშირებულია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკასთან მცირე და ზემცირე მანძილებზე. 1980 წელს მის მიერ პირველად იქნა შემოყვანილი ე. წ. კირალური ჰორიზონტალური სიმეტრიის კონცეფცია. ამა და ამ სხვა საკითხებზე გამოქვეყნებულია მისი ასზე მეტი ნაშრომი საერთაშორისო სამეცნიერო პრესაში. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: კვარკებისა და ლეპტონების ერთიანი თეორიები, არომატების შერევა და თაობათა სიმეტრიები, სუპერსიმეტრიული მოდელები, დიდი გაერთიანება, სუპერსიმების ფენომენოლოგია, რელატივისტური სიმეტრიის სპონტანური დარღვევა და ლოკალური სიმეტრიების გენერაცია, კვანტური ელექტროდინამიკისა და გრავიტაციის დინამიურად წარმოშობილი თეორიები, ტოპოლოგიური დეფექტები ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკასა და კოსმოლოგიაში, დამატებითი სივრცე-დროის განზომილებები. არის საქართველოს და აშშ ფიზიკოსთა საზოგადოებების და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 2000 წლიდან დიდი ბრიტანეთის ფიზიკის ინსტიტუტის ნამდვილი წევრი.