Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნუგზარ შატაიძე
მწერალი
date of birth 1944

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, ხოლო 1967 წელს დაამთავრა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. იყო ინჟინერ-ენერგეტიკოსი, ინჟინერ-მშენებელი, გაზეთ ,,ლელოს’’ კორესპონდენტი, ჟურნალ ,,სკოლა და ცხოვრების’’ განყოფილების გამგე. დაინტერესება ქართული მწერლობით ადრეულ ასაკში გამოავლინა. მისი პირველი მოთხრობა ,,თეთრი ყვავილები’’ დაიბეჭდა 1968 წელს ჟურნალ „ცისკარში“. 1979-1985 წლებში იყო კინო სტუდია ,,ქართულ ფილმთან’’ არსებული გაერთიანების წევრი. 1979 წელს გამოსცა მოთხრობების პირველი კრებული „მოთხრობები“. 1989 წლიდან გამომცემლობა ,,მერანის’’ პროზის განყოფილების გამგეა. 1996 წლიდან არის მწერალთა კავშირის რამდენიმე ყოველწლიური პრემიის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. არის შემდეგი მოთხრობების კრებულთა ავტორი: ,,მოლხინო’’ (1986), ,,ოსფლის ძველი სახლი’’ (1990), ,,ელიქარი’’ (1996), ,,ხელეური’’ (1998), ,,მოთხრობები’’ (1979). მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: ,,მევლუდი’’, ,,ლომა’’, ,,პეიტარი’’, ,,თედო’’, ,,მიახლოება’’. 1998 წელს დააჯილდოვეს ღირსების ორდენით. 1978-1998 წლებში იყო მწერალთა კავშირის, ხოლო 1996-1998 წლებში მწერალთა გაერთიანება ,,ოტარიდის’’ წევრი. არის არაერთი პრემიის ლაურეატი. 1995-1996 წლებში მიიღო მწერალთა კავშირის პრემია. 2005 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია ,,საბა’’ ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“ წიგნისათვის ,,ნოემბრის წვიმა’’. 2009 წელს მიიღო პრიზი საუკეთესო სცენარისთვის (რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმი "გაღმა ნაპირი", რომელიც ნუგზარ შატაიძის ნოველის "მოგზაურობა აფრიკაში" მიხედვით შეიქმნა) საფრანგეთში, გონფრევილის საერთაშორისო კინოფესტივალზე. გარდაიცვალა 2009 წელს.