Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონსტანტინე ფიცხელაური
ისტორიკოსი, არქეოლოგი
date of birth 1930

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. გარკვეულ წლებში იყო ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე. 1972 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები’’. საქართველოსა და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები და სტატიები კავკასიის არქეოლოგიის საკითხებზე. 2008 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის კონსულტანტია. ავტორია 170-მდე სამეცნიერო ნაშრომის. მის სახელს არაერთი უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა უკავშირდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, 80-იან წლებში კახეთში, კერძოდ ჭერემში, ვახტანგ გორგასლის საზაფხულო რეზიდენციის აღმოჩენა. 1977 წელს ალაზნის ველზე, წნორს ქვემოთ ყორღანულ სამარხებში კონსტანტინე ფიცხელაური არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა, როდესაც აღმოაჩინა უამრავი თიხის ჭურჭელი და სხვა ოქროს ნივთებიც, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის ბოლოთი თარიღდება. მათ შორის მნიშვნელოვანია ცნობილი ლომის ფიგურა.