Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზურაბ სარჯველაძე
ფილოლოგი
date of birth 1932

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1962-1968 წლებში იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი. 1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,XI-XIII საუკუნეთა ქართული წერილობითი ძეგლების ორთოგრაფიულ-ფონეტიკური თავისებურებანი, 1973 წელს კი სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ქართული ენის ისტორიული ფონეტიკისა და გრამატიკის ძირითადი საკითხები’’. 1968-1970 წლებში იყო თბილისის ხელნაწერთა ინსტიტუტის უმცროსი, ხოლო 1970-1975 წლებში უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი. ამავე წლებში იყო თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი. 1982-1986 წლებში თსუ-ის ს/კ ლაბორატორია ,,ორიონის’’ უფროსი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1994-1997 წლებში პედაგოგიური უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის გამგე. 1993 წლიდან ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში, ხოლო 1997 წლიდან ქართული ენის კათედრის გამგე. არის ავტორი წიგნებისა: ,,ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის საკითხები’’, ,,ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი’’, ,,ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი’’, ,,ძველი ქართული ენის ლექსიკონი’’, ,,ძველი ქართულ-გერმანული ლექსიკონი’’, ,,ქართული პალეოგრაფია’’ დ ა.შ. გამოქვეყნებული აქვს 70-მდე სტატია ქართულ, რუსულ და გერმანულ ენაზე. 1993 წელს მიიღო აკაკი შანიძის, ხოლო 1994 წელს ალექსანდრე ჰუმბოლტის სახელობის პრემია. 2000 წლიდან კი გეორგ როზენის სახელობის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემიის ლაურეატია. გარდაიცვალა 2002 წელს.