Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შოთა ნადირაშვილი
ფსიქოლოგი
date of birth 1926

1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1952-1980 წლებში იყო თსუ-ის ასისტენტი, უფროსი ასისტენტი, დოცენტი და პროფესორი. 1956 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,აზროვნებისა და მეტყველების ურთიერთობა’’. 1964 წელს კი სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,განზოგადების ოპერაციის განვითარება სასკოლო ასაკში’’. 1980-1985 წლებში იყო დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 1985 წლიდან 2006 წლამდე ამავე ინსტიტუტის დირექტორი. მისი ძირითადი კვლევები შეეხება ზოგად, პედაგოგიურ და სოციალურ ფსიქოლოგიას. მუშაობდა აღქმის, აზროვნების, განწყობისა და აღზრდის საკითხებზე. დიდ ყურადღებას უთმობდა ასევე გამოყენებითი ფსიქოლოგიის საკითხებს. ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 12 მონოგრაფიის. გარკვეულ წლებში - ფსიქოლოგთა საერთაშორისო კონგრესებზე (გერმანია, საფრანგეთი, ავსტრალია, მექსიკა) განწყობის ფსიქოლოგიის სიმპოზიუმების თავმჯდომარე და მრავალი საერთაშორისო თუ ფსიქოლოგიური ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. მიღებული აქვს დიმიტრი უზნაძის სახელობის სახელმწიფო პრემია. შოთა ნადირაშვილი ასევე იყო ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ამერიკის საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელთა საბჭოს წევრი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი საბჭოს წევრი. გარდაიცვალა 2011 წელს.