Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ავთანდილ მიქაბერიძე
ფილოლოგი
date of birth 1953

1970-1972 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1977-1982 წლებში იყო თსუ-ის ლაბორანტი. 1982-1991 წლებში ხმელთაშუა ზღვის კულტურის კვლევის ლაბორატორიის უმცროსი, ხოლო 1991 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1991-1992 წლებში ლაბორატორიის გამგე. 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,დრაკონციუსი და მისი ,,მედეა’’. 1987-1993 წლებში იყო ახალი ბერძნული ენისა და ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი. 1997 წლიდან კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1997 წლიდან მის მიერვე დაარსებული ათენის ქართულ-ბერძნული ინსტიტუტის დირექტორი. 1979-1983 წლებში საბერძნეთში ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას. მოაწყო სამეცნიერო ექსპედიციები ათონის მთაზე, სირიაში, იორდანიაში, კვიპროსზე, ეგვიპტეში, პალესტინაში. კუნძულებზე: პატმოსზე, ხიოსსა და კრეტაზე, სადაც მიაკვლია ქართული კულტურის იტორიისათვის ბევრ უცნობ ან ნაკლებად შესწავლილ მასალას. მის დამსახურებად ითვლება ათონის მთის ქართულ ხელნაწერთა გამოვლენა, რესტავრაცია და ფოტოფიქსაცია კინორეჟისორ გ. პატარაიასთან ერთად. ქართულ და ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით მოახდინა ჩრდილოეთ საბერძნეთში ახლადგამოვლენილი მონასტრის იდენტიფიკაცია 1996 წელს და მიაკვლია ახალ მასალებს XI საუკუნის ქართულ-ბიზანტიური დიპლომატიური, სულიერი და კულტურული ურთიერთობების ისტორიისათვის. კითხულობდა ლექციებს საქარველოსა და ბიზანტიის კულტურების ურთიერთობების საკითხებზე საბერძნეთის ეროვნული კვლევის ცენტრში, მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, ათენის, კრეტის, ვენის, ზალცბურგის და რომის უნივერსიტეტში. მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში (თბილისი, მოსკოვი, ათები, ვენა). ბერძნულ-ქართულ სამეცნიერო სიმპოზიუმებში (ათენი, პატმოსი 1980, ათენი 1989). ავტორია 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. ასევე, დოკუმენტური ფილმების ,,სინას მთის’’ თანააავტორი და ,,აფროდიტეს კუნძულის ქართული სიძველენის’’ სცენარის ავტორი.