Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვაჟა ლორთქიფანიძე
სოციოლოგი
date of birth 1949

1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი. 1978 წელს კი თსუ-ის ასპირანტურა სოციოლოგიის განხრით. 1973-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი. 1983-1987 წლებში საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და პრეზიდიუმის წევრი. 1989-1990 წლებში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1990-1991 წლებში ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე სოცუზრუნველყოფის დარგში. 1991-1995 წლებში დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 1992 წლიდან საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მთავარი მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების დარგში. 1993 წლიდან იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობების კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი. 1992-1995 წლებში სახელმწიფოს მეთაურის აპარატის ხელმძღვანელი. 1995-1998 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში. 1997 წლიდან გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის წევრი. 1993-1995 და 1995-1999 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 1998-2000 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. 1998 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ისტორიული მესხეთის დემოგრაფიული განვითარების პრობლემები’’. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები. 1982 წელს დააჯილდოვეს საპატო ნიშნის ორდენით. 1999 წლიდან საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი იყო. 1998 წელს ვაჟა ლორთქიფანიძემ დაარსა თსუ-ის დემოგრაფიული კვლევის სამეცნიერო-სასწავლო ლაბორატორია. იყო საქართველოს დემოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი და მოქალაქეთა კავშირის მთავარი საბჭოს წევრი, ხოლო 2001 წლიდან საქართველოს სპეციალური ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. 2003-2005 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. ვაჟა ლორთქიფანიძე თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებში კითხულობს ლექციათა კურსებს დემოგრაფიაში, სოციოლოგიასა და პოლიტოლოგიაში. მისი ბიოგრაფია შესულია ცნობარში “ვინ ვინ არის საქართველოში” (2000, 2006), ასევე უცხოურ კატალოგებშიც: Who’s Who in International Affairs (1998 London), Europ Biographical Reference Series (London 2000-2010) და World Who’s Who (London 1999-2010).