Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვახუშტი კოტეტიშვილი
მწერალი, ფილოლოგი
date of birth 1935

1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1964 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: - „აფეზის ლირიკის გაგებისათვის“, ხოლო 1975 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: - „სპარსული კლასიკური რითმის სტრუქტურა“. 1965-1977 წლებში იყო თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დოცენტი. 1994 წლიდან ფოლკლორის კომპლექსური კვლევის მეცნიერ-ხელმძღვანელი. ნათარგმნი და გამოცემული აქვს წიგნები: ,,ომარ ხაიამი, რობაიები’’ (1963), ,,აბდ ორ-რაჰმან ჯამი, ლექსები’’ (1966), ჰაფეზი, ,,ლირიკა’’ (1967), ,,სპარსული კლასიკური რითმის სტრუქტურა’’ (მონოგრაფია, 1968), ,,ირანული პოეზია’’ (1978), ,,ვახუშტი კოტეტიშვილის ფოკლორული რვეული’’ (1990), ,,ჩემი წუთისოფელი’’ (2001) და ა.შ. რაინერ მარია რილკეს პოეტურ ციკლთა თარგმანისათვის მიღებული აქვს ქართულ-ევროპული ინსტიტუტის (პარიზი, 1990 წელი) და ავსტრიის კულტურისა და ხელოვნების სამინისტროს (ვენა, 1995 წელი) პრემიები. ვახუშტი კოტეტიშვილს სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად სპარსულ პოეზიაზე აქვს გამოქვეყნებული, თუმცა ეკუთვნის მრავალი მონოგრაფია ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში. სპარსულ პოეზიასვე ეხება მისი პოპულარული თარგმანები: ომარ ხაიამის „რობაიათი“, ჯამის „ლირიკა“, ჰაფეზის „ლირიკა“ და სხვა. გარდა ამისა, გადმოქართულებული აქვს გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა. 1997 წლიდან იყო საქართველო-აზერბაიჯანის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი და იუნესკოს ფოლკლორული ასოციაცია ,,იოფას’’ საქართველოს განყოფილების პრეზიდენტი. 2000 წლიდან საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 2007 წელს ირანის სამთავრობო კომისიამ იგი ირანულიდან, ექვს საუკეთესო მთარგმნელთა შორის დაასახელა და სამთავრობო სიგელით დააჯილდოვა. 2008 წელს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო ლიტერატურული პრემია ,,საბა’’ ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ამავე წელსვე გამოქვეყნდა მისი მონოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები "ჩემი ცხოვრება”.

შრომები

 

  • აკლდამა ჩემთა ოცნებათა: ლექსები/ შემდგენელი: ნანა კოტეტიშვილი; რედაქტორები: მზეო გოგოჭური, გიგი ხორნაული. თბილისი., ინტელექტი, 2015.
  • ირანული პოეზია. თბ. 1977.
  • სპარსული რითმის სტრუქტურა თბ: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1986.
  • ვახუშტი კოტეტიშვილის ფოლკლორული რვეულები. კრებული 1 თბ., „მარიხი“, 1991. კრ. პირველი. იოსებ ბაიაშვილი.

ბიბლიოგრაფია