Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზურაბ კიკნაძე
ფილოლოგი
date of birth 1933

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1956-1960 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში შუმეროლოგიას. 1960-1977 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ძველი აღმოსავლეთის ენათა განყოფილებაში. 1977 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე, 1985 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართულ რელიგიურ გადმოცემათა სისტემა“. 1992 წელს იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1992–1993 წლებში – ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1996 წლიდან „გაერთიანებულ ბიბლიურ საზოგადოებათა საქართველოს წარმომადგენლობის“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. 2002 წლიდან მოღვაწეობდა ს. ორბელიანის სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტში. ზურაბ კიკნაძე ავტორია რამდენიმე წიგნისა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის. მონაწილეობდა პეტერბურგის, მოსკოვის, იერუსალიმის, პარიზის, რომის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და ბიბლიური საზოგადოების ფორუმებში (ბუქარესტი, კვიპროსი, მოსკოვი, ბრიუსელი). სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა პეკინში, როდოსში, მალაგასა და გრანადაში. ზურაბ კიკნაძეს ჰომეროსის „ოდისეის“ თარგმნისათვის 1978 წელს მიენიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია. 1986 წელს გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. კემბრიჯის ბიოგრაფიულმა ცენტრმა აღიარა წლის ადამიანად (The International Man Of The Year), აშშ-ს ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა (ABI) მიანიჭა 2000-წლეულის ღირსების მედალი 1999 წელს. 2005 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია. 2006 წელს მიიღო ივანე ჯავახიშვილის მედალი ავტორთა ჯგუფთან ერთად პუბლიცისტიკის დარგში წიგნისათვის ,,საყმაწვილო მითოლოგიური ლექსიკონი". ზურაბ კიკნაძის კვლევის სფეროა შუამდინარული ლიტერატურა, შუამდინარული მითოლოგია და შუამდინარული რელიგია; ქართული მწერლობა, ქართული ფოლკლორი და მითოლოგია; ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა; ბიბლიის (ძველი და ახალი აღთქმის) თარგმანი და ეგზეგეტიკა, საზოგადოებრივი პრობლემები.

შრიმები

 

  • ანდრეზები: აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ- მითოლოგიურ გადმოცემები/ რედაქტორი: მერაბ ღაღანიძე. თბილისი: ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნ-ტის გამ-ბა. 2009.
  • საუბრები ბიბლიაზე. თბ., „მეცნიერება“  1989. (საქ. სსრ მეცნ. აკად. სამეცნ. პოპულ. სერია).
  •  ქართული მითოლოგია: 1: ჯვარი და სამყარო/ რედ: მ. ღაღნიძე; ილიას სასხელმწ. უნივერსიტეტი. თბილისი: ილიას სახ. უნ. 2016.
  • ქართული მითოლოგია: 2: ფარნავაზის სიზმარი/ რედ: მ. ღაღნიძე; ილიას სასხელმწ. უნივერსიტეტი. თბილისი: ილიას სახ. უნ. 2016.
  • ქართული ფოლკლორი. რედ. პრ. მერაბ ღაღანიძე. თბ., თსუ გამ-ბა., 2008.
  • შუამდინარული მითოლოგია/ რედაქტორი: მზია ერისთავი-მესამე გამოცემა თბილისი: „საარი“, 2006.
  • შუამდინარული მითოლოგიის ლექსიკონი, თბ., „მეცნიერება“, 1984. (საქ. სსრ მეცნ. აკად. გ-წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტი).
  • შუამდინარული მითოლოგია. (მე-2 შევს. გამოც.) თბ., „საბჭ. საქართველო“, 1979.
  • შუამდინარული მითოლოგია. (მე-2 შევს. გამოც.) თბ., მეცნიერება“, 1976. (საქ. სსრ მეცნ. აკად. გ-წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტი).
  • ხასიდური სიბრძნე/ რედ: ზ.ფირალიშვილი. თბილისი: ინტელექტი, 2016.

ბიბლიოგრაფია