Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გრიგოლ თუმანიშვილი
ბიოლოგი
date of birth 1925

1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1957-1965 წლებში იყო ფიზიკის ინსტიტუტის ბიოფიზიკის განყოფილების გამგე. ხოლო 1965-1981 წლებში ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ინდივიდუალური განვითარების ბიოლოგიის განყოფილების გამგე. 1969 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,უჯრედების ურთიერთობათა როლი ქსოვილების ზრდის რეგულაციაში’’. 1979 წლიდან მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეა. 1986 წელს დააჯილდოვეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით. 1997 წელს კი ღირსების ორდენით. გრიგოლ თუმანიშვილი იყო საქართველოს მწვანეთა ეკოლოგიური ასოციაციისა და რეგენერაციის შემსწავლელთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი. 1981-1986 წლებში თსუ-ის ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. 1983 წლიდან კი კათედრის გამგე და ინდივიდუალური განვითარების ბიოლოგიის ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელი. გრიგოლ თუმანიშვილის მეცნიერული გამოკვლევები მოიცავს განვითარების ბიოლოგიურ საკითხებს (უჯრედების დიფერენცირება, ზრდა, ურთიერთქმედებისა და რეგულაციის პროცესები ცხოველური ორგანიზმების ონტოგენეზში და რეგენერაციის დროს). მისი ბიოგრაფია შეტანილია ცნობარში - Five Hundred Leaders Of Influence (ABI, 1997).

შრომები:

 

  • ელემენტარული ციტოლოგია (სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების ბიოლოგი და მედიკოსი სტუდენტებისათვის). თბ., 1998
  • ინდივიდუალური განვითარების ბიოლოგია: მეთოდ. მითითებანი ბიოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1991
  • უჯრედების დიფერენცირება. თბ., “მეცნიერება”, 1979
  • ცოცხალი სისტემების ონტოგენოზური თეორია. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1991
  • ცოცხალი სისტემების ონტგენოზეური თეორია. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1991

ბიბლიოგრაფია