Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ელენე დოჩანაშვილი
ფილოლოგი
date of birth 1916

1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1943-1953 წლებში იყო ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი, ხოლო შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1946 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,მასალები ადიშის ოთხთავის არმენიზმების საკითხისათვის.’’ 1989 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,მცხეთური ხელნაწერი და ბიბლიური წიგნების ძველი ქართული ვერსიის გენეზისის პრობლემა.’’ 1960-1989 წლებში იყო თსუ-ის დოცენტი. 1981-1999 წლებში გამოაქვეყნა ,,მცხეთური ხელნაწერი’’ ექვს წიგნად. 1989 წელს დააჯილდოვეს აკაკი შანიძის სახელობის პრემიით. ამავე წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არმენოლოგიის კათედრის პროფესორი იყო.