Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გრიგოლ გიორგაძე
ისტორიკოსი
date of birth 1927

1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1952–1955 წლებში იყო თსუ-ის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1956-1988 წლებში ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჯერ უმცროსი, ხოლო შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1973 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "ხეთების სახელმწიფოს სოციალურ–ეკონომიკური ისტორიის ნარკვევები (უშუალო მწარმოებლები ხეთურ საზოგადოებაში)". მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება ძირითადად ხეთების სახელმწიფო სოციალურ–ეკონომიკური ისტორიის, სახელმწიფოებრივი წყობის, მათი პოლიტიკური და ეთნიკური ისტორიის, ისტორიული გეოგრაფიისა და სამართლის საკითხებს. იკვლევდა ხეთურ და ქართველურ ენათა, ხეთური და ძველ ქართული რელიგიური პანთეონის, ხეთებისა და ქართველურ ტომთა კულტურული ურთიერთობის საკითხებს. 1988 წლიდან იყო ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი. 1991 წელს დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ასირიოლოგიის კათედრის გამგედ. მისი ხელმძღვანელობით დაცულია სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები, არის 6 წიგნისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1988 წლიდან იყო საერთაშორისო ჟურნალის ,,Вести древней истории’’ სარედაქციო საბჭოს წევრი. ABI-ის სამეცნიერო კვლევების მრჩეველთა საბჭოს მრჩეველი, გრიგოლ გიორგაძე მონაწილე იყო მრავალი საერთაშორისო სიმპოზიუმისა და კონფერენციის მონაწილე. გარდაიცვალა 2005 წელს.