Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალექსანდრე გვახარია
აღმოსავლეთმცოდნე
date of birth 1929

1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნების ფაკულტეტი. 1953-1956 წლებში იყო თსუ-ის ირანული ფილოლოგიის კათედრის ლაბორანტი. 1956-1960 წლებში ლიტერატურის ინსტიტუტის უმცროსი, ხოლო 1960 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1958 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,იოსებზილიხანიანის’’ ქართული ვერსიების სპარსული წყაროები’’. ხოლო 1970 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე - ,,სპარსული ხალხური დასთანების ქართული ვერსიები.’’ არის ავტორი 200-მდე სამეცნიერო სტატიისა და რამდენიმე მონოგრაფიის. მათ შორის აღსანიშნავია: ,,ფირდოუსი’’ (1963), ,,ბახთიარნამე’’ (1968), ,,სპარსული ხალხური პროზის ისტორიიდან’’ (1973), ,,ბალავარიანის სპარსული ვერსიები’’ (1985) და ა.შ. ალექსანდრე გვახარიას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში. იგი ასევე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. თავის ცოდნას და გამოცდილებას უზიარებდა თავის სტუდენტებს, ასპირანტებსა და საერთოდ, ახალგაზრდებს. სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას ალექსანდრე გვახარია აქტიურ მრავალმხრივ საზოგადოებრივ სამსახურს უხამებდა. იყო სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოების, სხვადასხვა ჟურნალისა და სამეცნიერო კრებულის, მათ შორის ალმანახ “კავკასიის მაცნის”, სამეცნიერო-სარედაქციო საბჭოს წევრი, “საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნის” (ენისა და ლიტერატურის სერიის) რედაქტორის მოადგილე, ქართული ენციკლოპედიის აღმოსავლური ლიტერატურის სექციის ხელმძღვანელი. საქართველოს მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, ღირსების ორდენის კავალერს მინიჭებული ჰქონდა აზერბაიჯანის კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდებაც. დაჯილდოებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. გიორგი წერეთელის პრემიით. გარდაიცვალა 2002 წელს.