Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბენედიქტე ბალავაძე
გეოფიზიკოსი
date of birth 1909

1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1930-1931 წლებში იყო საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს წევრი. 1933-1934 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტი. 1934-1939 წლებში გეოფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ხოლო 1938-1939 წლებში სწავლული მდივანი. 1943 წლიდან 1950 წლამდე ფიზიკის და გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 1950-1953 წლებში ამავე ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. 1953-1955 წლებში იყო სსრკ. მეცნიერებათა აკადემიის დოქტორანტი. 1957 წლიდან იყო პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1968-1976 წლებში იყო თსუ-ის ძიების გეოფიზიკის მეთოდების კათედრის გამგე, 1976-1989 წლებში გეოფიზიკის კათედრის გამგე. 1955 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,გრავიტაციული ველი და დედამიწის ქერქის აგებულება საქართველოში.’’ 1961 წლიდან არის საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1994 წელს გახდა სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაჯილდოებულია მედლებით: ,,შრომითი მამაცობისთვის’’ (1946), ,,დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავისათვის’’ (1985). ასევე: ,,შრომის ვეტერანის’’ (1985), ო. შმიდტის (1979), ივანე ჯავახიშვილის (1988), ს. კოროლიოვის (1988), ნ. პოლიუგინის (1991), ა. ნადირაძის (1994) სახელობის მედლებით. 1996 წელს დააჯილდოვეს ღირსების ორდენით. ავტორია 4 მონოგრაფიის. ბენედიქტე ბალავაძის შრომები ეხება დედამიწის ქერქის აგებულებისა და სასარგებლო წიაღისეულის გრავიმეტრიული შესწავლის მეთოდების დამუშავებას, სიმძიმის ძალის პირდაპირი და შებრუნებული ამოცანების ამოხსნას, კავკასიის ტერიტორიისა და მიმდებარე ზღვების აკვატორიების გრავიტაციული ველის გამოკვლევას. ამ რეგიონის დედამიწის ქერქის და ზედა მანტიის აგებულებისა და ფიზიკური თვისებების, დედამიწის ქერქის მიმოქცევითი დეფორმაციებისა და დინამიკის შესწავლას.