Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თენგიზ ბერიძე
ქიმიკოსი
date of birth 1939

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1962-1963 წლებში მუშაობდა ბოტანიკის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1963-1966 წლებში იყო მოსკოვის ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი. (1980 წლიდან ამავე ინსტიტუტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი). 1967 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,მცენარეთა ორგანელების დნმ-ის გამოკვლევა.’’ 1968-1969 წლებში თბილისის ბიოქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. 1969 წლიდან კი მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1980 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,უმაღლეს მცენარეთა სატელიტური დნმ.’’ 1989-1999 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო. 1993 წლიდან კი გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მისი მეცნიერული ინტერესების სფეროა: მოლეკულური ბიოლოგია და ბიოქიმია. გამოქვეყნებული აქვს 70-მდე სამეცნიერო შრომა. 2000 წელს დააჯილდოვეს ღირსების ორდენით. მისი ბიოგრაფია შეტანილია ABI-სა IBC-ის ბიოგრაფიულ ცნობარებში.