Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დავით ჯოხაძე
ბიოლოგი
date of birth 1927

1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1952–1962 წლებში ლექციებს კითხულობდა გენეტიკაში,ევოლუციის თეორიასა და ზოგად ბიოლოგიაში გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1962–1968 წლებში უფროს მეცნიერ–თანამშრომლად მუშაობდა ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში. 1968–1969 წლებში იყო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ფიზიკის ინსტიტუტის მაღალმოლეკულური ფიზიკის განყოფილებაში. 1968-1982 წლებში დავით ჯოხაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გენეტიკის კათედრის პროფესორი იყო და ასევე პარალელურად 1969 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიის მცენარეთა ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიიის ინსტიტუტში მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. 1953 წელს დავით ჯოხაძემ დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1974 წელს — სადოქტორო დისერტაცია. თავისი საქმიანობით დაკავშირებული იყო მრავალ ცნობილ სამეცნიერო დაწესებულებასთან: მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტთან, ატომური ენერგიის ინსტიტუტთან, კიევის ბიოქიმიის ინსტიტუტთან, ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიის კათედრასთან. დავით ჯოხაძეს ეკუთვნის 160–მდე სამეცნიერო სტატია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 14 საკანდიდატო დისერტაცია, ამასთანავე იყო 5 სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტიც. 1997 წელს დავით ჯოხაძე დააჯილდოვეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით , 1999 წელს ღირსების ორდენით. არჩეული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, მედიკო–ბიოლოგიური, ეკოლოგიის და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. დავით ჯოხაძე აქტიურად თანამშრომლობდა ქართული ენციკლოპედიის რედაქციასთან და მრავალი მნიშვნელოვანი სტატიის ავტორია. 2000 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. გარდაიცვალა 2005 წელს.

შრომები

  • გენეტიკური ინჟინერია: სინამდვილე და იმედები, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2002.
  • დარვინიზმის გავრცელება საქართველოში, თბ.: 1957.
  • მოლეკულური გენეტიკის შესავალი, თბ.: მეცნიერება, 1992.
  • ჩარლზ დარვინი და მისი ევოლუციური თეორია, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2004.

ბიბლიოგრაფია