Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნოდარ ცინცაძე
ფიზიკოსი
date of birth 1930

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1958–1960 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1958 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "Сильноточные электронные пучки." 1964 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "Нелинейные взаимодействия в неравномерной плазме." 1960–2006 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პლაზმური ფიზიკის განყოფილების უფროსი. 1960–1969 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის დოცენტი.1965–1993 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე. 2004 წლიდან პაკისტანის ლაპორის უნივერსიტეტის პროფესორია, 2006 წლიდან ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 193 სამეცნიერო ნაშრომის, 13 მიმოხილვითი შრომის და 7 მონოგრაფიის, აგრეთვე წიგნების: ,,პლაზმის საკითხები’’ (I, II). ითვლება პლაზმის ფიზიკის ფუძემდებლად საქართველოში. არის განათლების დამსახურებული მუშაკი, ხიროსიმის (იაპონია) სინთეზის თეორიის ინსტიტუტის საპატიო წევრი, მსოფლიოს პლაზმის ფიზიკის საბჭოს წევრი.