Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანდრია აფაქიძე
არქეოლოგი
date of birth 1914

1937 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1943-1952 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. 1953-1974 წლებში ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიის სექტორის გამგე. 1974-1980 წლებში ისტორიის ინსტიტუტის ანტიკური არქეოლოგიის განყოფილების გამგე, 1980-1983 წლებში მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. ანდრია აფაქიძე მუშაობდა ანტიკური ხანის არქეოლოგიისა და საქართველოს ძველი კულტურის ისტორიის საკითხებზე. ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს ბიჭვინთაში, მცხეთასა და საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ მიდამოებში. მისი ძირითადი ნაშრომები ანტიკური ხანის ქართული ქალაქების ისტორიას ეძღვნება. მისი ხელმძღვანელობით და თანაავტორობით შეიქმნა "საქართველოს არქეოლოგიის" პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო (1959 წელი) და პირველი "არქეოლოგიური ლექსიკონი" (1980 წელი). ანდრია აფაქიძემ უდიდესი როლი შეასრულა ქართული მეცნიერების და არქეოლოგიის განვითარებაში. იგი მიეკუთვნება იმ ქართველ მეცნიერთა რიცხვს, რომლებმაც გარკვეული ეპოქა შექმნეს. ანდრია აფაქიძემ განსაკუთრებული ღვაწლი გასწია საქართველოს ძველი დედაქალაქის მცხეთის შესასწავლად. იგი გახლდათ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე და მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი მოღვაწე, რომელმაც ქართულ მეცნიერებას ღირსეული კვალი დაამჩნია. გარდაიცვალა 2005 წელს.

ბიბლიოგაფია

  • ბაკურციხის არქეოლოგიური ძეგლები / ა. აფაქიძე, რედ - რ. მეტრეველი. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბ. სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი: თსუ-ს გამომცემლობა. 2018
  • ბიობიბლიოგრაფია = Biobibliography. / რედ - გურამ ლორთქიფანიძე, ირაკლი ღარიბაშვილი. შემდგენელები: ნანა ბაღათურია, მარიკა ჟორჟოლიანი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა. თბილისი, 2014.
  • მცხეთა. არექოლოგიური კვლევა ძიების შედეგები. თბ., 1978
  • საქართველოს არქეოლოგია. თბ., 1959
  • საქართველოს არქეოლოგია. აფაქიძე ა. და სხვ. თბ., 1959
  • ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში. თბ., საქ. სსრ. მეცნ. აკადემიის გამომცემლობა, 1963
  • ქართული საბჭოთა არქეოლოგიის ნახევრსაუკუნოვანი გზა. ეძღვნება სსრ კავშირის შექმნის 50 წლისთავს.თბ., “მეცნიერება”. 1972