Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რეზო ჭეიშვილი
მწერალი
date of birth 1933

1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის (ქართული ენა ლიტერატურა) ფაკულტეტი. სტუდენტობისას უნივერსიტეტის ალმანახ "პირველ სხივში" და ახალგაზრდულ ჟურნალ "ცისკარში" გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები. 1961 წლიდან 1992 წლამდე მუშაობდა კინოსტუდია «ქართულ-ფილმში» რედაქტორად, სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში "ცისკარი", "საუნჯე". 1987 წლის იანვარში გახდა ალმანახ "განთიადის" მთავარ რედაქტორი. თავმჯდომარეობდა რუსთაველის საზოგადოებას. 1987-1992 წლებში დააარსა საზოგადოებრივ-პუბლიცისტური გაზეთი "მოწამეთა", შემდგომში ილუსტრირებული ჟურნალი "მწვანე ყვავილი". 1992 წელს საქართველოს მწერალთა ყრილობაზე არჩეულ იქნა მწერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. 1997-98 წლის ორ სეზონს, როგორც დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი უძღვებოდა ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის აკადემიურ თეატრს. 2000 წლიდან საქართველოს მწერალთა ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარეა, სადაც მსახურობს დღემდე. რეზო ჭეიშვილის სცენარების მიხედვით გადაღებულია კინოსურათები. იგი არაერთი პრემიის ლაურეატია, მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია რამდენიმე გამორჩეული ნაწარმოებისა და მთელი შემოქმედებისათვის. 2012 წელს გახდა ლიტერატურული პრემია ,,საბას’’ გამარჯვებული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.