Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შოთა მესხია
ისტორიკოსი
date of birth 1916

შოთა მესხიამ 1937 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1943 წლიდან მოღვაწეობდა თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრაზე. 1956 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე და ისტორიის ფაკულტეტის დეკანი. შოთა მესხიამ მნიშვნელოვანი მეცნიერული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. იგი ავტორია 80-ზე მეტი გამოქვეყნებული გამოკვლევის. მეცნიერი სწავლობდა ფეოდალური საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პრობლემას: სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური ისტორიის საკითხებს, ქალაქების ისტორიასა და საქალაქო წყობას, წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის პრობლემებს. მის მიერ აღმოჩენილი, გამოკვლეული და გამოცემული ,,ძეგლი ერისთავთა’’ არის თანამედროვე წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის მოთხოვნათა დონეზე შესრულებული პუბლიკაცია და თავისი მნიშვნელობით მეტად თვალსაჩინო ადგილი უკავია საქართველოს ისტორიის შესახებ არსებულ წყაროთა შორის. 1968 წელს შოთა მესხიას რედაქციით გამოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომების (ისტორიულ მეცნიერებათა სერია) 125-ე ტომი - ,,XII საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხები’’, ეს ტომი მიეძღვნა შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავს. კრებულში სხვა მეცნიერთა შრომებთან ერთად დაიბეჭდა მისი გამოკვლევა XI-XIII საუკუნეების საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობის ისტორიიდან (,,საკარგავის’’ მნიშვნელობისათვის). გარდაიცვალა 1972 წელს.

ნაშრომები:

 

  • დიდგორის ბრძოლა. (პოპულ. ნარკვევი). თბ., „ნაკადული“, 1965.
  • თბილისი 1500 წლისაა. თბ., 1957. (საქ. სსრ პოლიტ. და მეცნ. ცოდნის გამავრც. საზ-ბა.
  • თბილისი ისტორია. თბ., 1958.
  • თბილისის ისტორია, თბ., 1952.
  • თეიმურაზ ბატონიშვილი. (ცხოვრება და შემოქმედება). თბ., საბჭ. საქართველო, 1982.
  • ლუარსაბ I და სიმონ I. თბ., „მეცნიერება“, 1991.
  • საისტორიო ძიებანი: სამ ტომად. რედაქტორი: მ.დუმბაძე; საქ.სსრ მეცნიერებათა აკადემია ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტ. თბილისი: მეცნიერება, 1982.
  • საისტორიო ძიებანი: სამ ტომად. რედაქტორი: მ.დუმბაძე; საქ.სსრ მეცნიერებათა აკადემია ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტ. თბილისი: მეცნიერება, 1983.
  • საისტორიო ძიებანი. თბ., „მეცნიერება“, 1986.
  • საქალაქო კომუნაშუა საუკუნეების თბილისში. თბ., თბილ. ინ-ტის გამ-ბა, 1962.
  • საქართველო და აღმოსავლეთი ეძღვნება საქართელოს სსრ მეცნიერებათა  აკადემიის წევრ-კორესპოდენტის შოთა მესხიას ხსოვნას. თბ., 1984.
  • საქართველოს უძველესი კულტურისა და გმირული წარსულის ქვეყანაა. თბ., 1961.
  • საქართველოს ისტორია. VII-X კლასების სახელმძღვანელო. მე-14 გამოცემა. თბ., 1981.
  • საქართველოს ისტორია VII-X კლასების სახელმძღვანელო. მე-11 გამოცემა. თბ., 1978.
  • საქართველოს ისტორია VII-X კლასების სახელმძღვანელო. მე-10 გამოცემა. თბ., „განათლება“, 1977.
  • საქართველოს ისტორია VII-X კლასების სახელმძღვანელო. მე-9 გამოცემა. თბ., „განათლება“, 1976.
  • საქართველოს ისტორია VII-X კლასების სახელმძღვანელო. მე-7 გამოცემა. თბ., „განათლება“, 1974.
  • საქართველოს ისტორია VII-X კლასების სახელმძღვანელო. თბ., „განათლება“, 1969.
  • საქართველოს ისტორია VII-X კლასების სახელმძღვანელო. თბ., „განათლება“, 1968.
  • საქართველოს ისტორიის გამოჩენილი მკვლევარი, (ს.ჯანაშია). თბ., „ნაკადული“, 1960.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ.2. თბ., 1973.
  • საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1979.
  • სიმონ ჯანაშია. თბ., საბლიტგამი, 1950.
  • ფურცლოვანი ლითონების ჩარხებზე დამუშავება ძველ საქართველოში. თბ., 1954.
  • ძლევაი საკვირველი: დიდგორის ბრძოლა და თბილისის შემოერთება/ წიგნი გამოსაცემად მოამზადეს: მარინე მესხიამ, ზურაბ პაპასქირმა;  რედაქტორი: როინ მეტრეველი; გარეკანის მხატვარი: თინათინ ჩირინაშვილი; თსუ. თბილისი: თსუ-ს გამ-ბა, 2016.
  • ძველად საკვირველი დიდგორის ბრძოლა და თბილისის შემოერთება. თბ., „მეცნიერება“, 1972.

ბიბლიოგრაფია