Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი აბზიანიძე
ფილოლოგი
date of birth 1907

1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1935 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გიორგი აბზიანიძე იკვლევდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზროვნების საკითხებს. მისი მნიშვნელოვანი ნაშრომებია: "ქართველი კლასიკოსები" (1950), "ნარკვევები XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან" (1959); მონოგრაფები: "აკაკი წერეთელი. ცხოვრება და შემოქმედება" - რომელიც 1940 წელს გამოვიდა რუსულ, ხოლო 1960 წელს ქართულ ენაზე, "ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1955) და სხვა. მისი რედაქტორობით გამოვიდა ა. წერეთლის თხზულებათა აკადემიური გამოცემა. იყო "ქართული ლიტერატურის ისტორიის" ექვსტომეულის თანაავტორი და თანარედაქტორი. 1964 წელს გახდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 1969 წლიდან - საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. გარდაიცვალა 1976 წელს.

ბიბლიოგრაფია

  • აკაკი წერეთელი [ნარკვევი. ცხოვრება და შემოქმედება] თბ.: საბჭოთა მწერალი. 1960
  • ნარკვევები XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან. თბ.: საბჭოთა საქართველო”, 1959
  • ნიკოლოზ ბარათაშვილი, ცხოვრება და შემოქმედება. თბ. საქ. მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1955
  • ქართველი კლასიკოსები. თბ.: სახელგამი. 1950