Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამაზ ბიბილური
მწერალი
date of birth 1934

1956 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა გაზეთში - „ახალგაზრდა კომუნისტი“ , მწერლის ლიტერატურული დებიუტი შედგა 1957 წელს, როდესაც ჟურნალში ,,ცისკარი’’ მისი პირველი მოთხრობები გამოქვეყნდა. 1973 წელს გამოიცა მწერლის პირველი წიგნი — ნარკვევებისა და მინიატურების კრებული. ამას მოჰყვა: მოთხრობების კრებული „ნიღაბი“, რომანები: „ჟამი კითხულისა“, „მთვარის შვილი“, „ჩივილი“, „შვიდი ხმისა და ტოროლასათვის“, მწერლის ბოლო წიგნი - „წელიწადის დრონი“ 1989 წელს გამოქვეყნდა. 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. თამაზ ბიბილურის ნაწარმოებები თარგმნილია და გამოცემულია უცხო ენებზე, მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმები. 1974 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორის მოადგილედ. გარდაიცვალა 1992 წელს. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

შრომები:

 

  • მთვარის შვილი: რომანი და მოთხრობები. თბ. საბჭ. საქართველო, 1981.
  • მცირე სარკმელი, ლიტერატურული ჩანაწერები, თბ. მერანი, 1988.
  • ნიღაბი, მოთხრობები, თბ, „საბჭ. საქართველო“ 1975.
  • ჟამი კითხულისა, ჩივილი შვიდი ხმისა და ტოროლასათვის. მე-2 გამოც. თბ. საბჭ. საქართველო, 1987.
  • შვიდი ხმისა და ტოროლასათვის; რომანი თბ, მერანი. 1984.
  • ჩქარა! (ნარკვევებისა და წერილების კრებული) თბ. საქ. კ.პ. ც-კის გამ-ბა, 1973.
  • წელიწადის დრონი თბ. ნაკადული, 1989.

ბიბლიოგრაფია